ხელშეკრულება აქტი N 9945 –

(გასაქირავებელი ობიექტის შესახებ)

ქ.თბილისი                                                                                                 _____/______/__________/

ერთის მხრივ შპს „ჯეორეა“ ს/ნ 443865177 (შემდგომში შემსრულებელი)

და

მეორეს მხრივ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი (შემდგომში პოტენციური მქირავებელი/დამკვეთი) ________________________ (სახელი გვარი) ______________________ (პირადი ნომერი)_______________ (საბუთის ნომერი) ________________________________________________(მცხოვრები)

ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე.

1.1.            შემსრულებელმა მისცა ინფორმაცია ან/და პირადად დაათვალიერებინა პოტენციურ მქირავებელს უძრავი ქონება (შემდგომში „ფართი“) _____/________/________/ (დათვალიერების, დღე, თვე, წელი).

1.2.            ____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________. (მოკლე დახასიათება, საკადასტრო კოდი)(ივესება საჭიროების შემთხვევაში).

1.3.            ფართის მოწონებისა და გამქირავებელთან საბოლოოდ მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში, „პოტენციური მქირავებელი“ ვალდებულია შემსრულებელს აცნობოს ამის შესახებ, წინასწარ ფართის დაქირავებამდე.

1.4.            პოტენციური მქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულება აქტის შედგენიდან 24 საათის ვადაში შემსრულებელს ტელეფონის ნომერზე 2 111 301 ან/და ელ ფოსტაზე Georeage2019@gmail.com, აცნობოს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.

1.5.            დადებითი ან/და უარყოფითი პასუხის  შეუტყობინებლობის შემთხვევაში პოტენციური მქირავებელი ვალდებულია საზოგადოება „ჯეორეას“ გადაუხადოს აგენტის მოცდენის საფასური რომელიც შეადგენს 50 ლარს (                                         ).

1.6.            მხარეები ვთახმდებით, რომ საზოგადოება „ჯეორეა“ პასუხს არ აგებს დასაქირავებელ ობიექტზე დამონტაჟებულ გაზის ან/და ელექტრო დანადგარების გამართულობაზე.

 

შემსრულებელი: შპს „ჯეორეა“                                             დამკვეთი:

 

1.7.            მხარეები ვთახმდებით, რომ თუ პოტენციური მქირავებელი თავად არ გადაწყვეტს ფართის ქირაობას, მაგრამ აცნობებს თავის ახლობელს, ნათესავს ან/და მესამე პირს „დამკვეთი“ ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს „შემსრულებელს“ და აუნაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა შემსრულებელს კერძოდ ვერ მიიღო საშუამავლო გასამრჯელო. გასაქირავებელი ობიექტის ღირებულება შეადგენს _________ (__________) ლარს.

1.8.            შემსრულებელია ვალდებულია მისცეს ან/და პირადათ დაათვალიერებინოს დამკვეთს უძრავი ქონება/ფართი. დათვალიერების ან/და ინფორმაციის გადაცემის ფაქტი დასტურდება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

1.9.            მხარეები ვთახმდებით, რომ შემსრულებელი უფლებამოსილია დაამუშაოს დამკვეთის პერსონალური მონაცემები, მათ შორის გადაამოწმოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია პერსონალური მონაცემები გადასცეს სახელმწიფო ორგანოებსა და უძრავი ქონების მფლობელ(ებ)ს.

1.10.        სადავო საკითხება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.

1.11.        ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.

 

შემსრულებელი: შპს „ჯეორეა“                                             დამკვეთი:

 

 

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები: შპს „ჯეორეა“ ს/ნ 443865177

მიმღები ბანკი: საქართელოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE27BG0000000533594705